ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, 2017 წლიდან ოპერირება დაიწყო “საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა”. კომპანია მთლიანად ქართულ კაპიტალზე დაყრდნობით შეიქმნა და მენეჯმენტს, ამ სფეროში გამოცდილი კადრები უწევენ.

კომპანიამ საქართველოს რკინიგზის მიერ ჩატარებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და დღეს, რკინიგზის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის ჯანმრთელობის დაზღვევაზე აქტიურად ზრუნავს. ამ მონაცემებით თითქმის 30 000 ადამიანი სარგებლობს, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ჯანმრთელობის პოლისით.

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავტომობილის დაზღვევის შემთხვევაში გარკვეულ უპირატესობებს გთავაზობთ, მაგალითად: ევაკუატორის მომსახურებას, ვისოლის ბენზინგასამართ სადგურებში ფასდაკლებებს, საბურავების გამოცვლას, შემთხვევით ჩაკეტილი ავტომობილის გაღებასა და ა.შ.

კოპმანია ტვირთების დაზღვევასაც გთავაზობთ, რომელიც ითვალისწინებს ტვირთების, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტირებისას, რისკების დაზღვევას.

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი გთავაზობთ ქონების დაზღვევას, სხვადასხვა რისკების დროს. ეს რისკები კი შესაძლოა იყოს: ხანძარი, მიწისძვრა, მეწყერი დ ა.შ. ასევე  ქონების ქურდობისა და ძარცვის დროს ზარალის ანაზღაურებას.

კომპანიას გაფორმებული აქვს გადაზღვევის ხელშეკრულება მსხვილ ფრანგულ სადაზღვევო კომპანიებთან. საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი სამომავლოდ ბევრ სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს.