სახლის ანუ უძრავი ქონების დაზღვევა სხვადასხვა რისკ ფაქტორის გათვალისწინებით, აუცილებელია. უძრავი ქონების დაზღვევას, ქართულ ბაზარზე მოქმედი თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანია გთავაზობთ, რა თქმა უნდა განსხვავებული პირობებით.

მაინც რისგან შეიძლება დაიცვათ საკუთარი სახლი ? მაგალითად განვიხილოთ შემთხვევა, როცა სახლი შედარებით ძველია ან სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს. ასეთ დროს სტიქიური უბედურებებისგან თავდაცვის მიზნით, კარგი იქნება თუ მივმართავთ სადაზღვევო კომპანიას. მიწისძვრის, სეტყვის ან წყალდიდობის შემდეგ, სადაზღვევო აგენტი დაზარალებულის სახლს მოინახულებს და ზარალს გამოთვლის.

საკუთარ სახლში ან ბინაში ახალი რემონტის გაკეთება, საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. უამინდობამ ან მეზობლის დაუდევრობამ შესაძლოა გაგვიფუჭოს მიღებული შედეგი. ასეთ დროს მეზობლებთან დავის მაგივრად, ჩვენს პრობლემას სადაზღვევო კომპანია მოაგვარებს.

განვიხილოთ კიდევ ერთი შემთხვევა, რომელსაც მესამე პირის არაკეთილსინდისიერი ქმედება ეწოდება. მაგალითად თუ კონკრეტული პიროვნება განზრახ ეცდება თქვენი სახლის დაზიანებას, სადაზღვევო პოლისებში მსგავსი მოვლენებიც შედის.

გარდა ამისა, საკუთარი უძრავი ქონება, შეგვიძლია ქურდობისა და ყაჩაღობის რისკის გამოც დავაზღვიოთ. თუ თვლით რომ სახლში არსებული ინვენტარი თქვენთვის ძვირფასია, უმჯობესია მიმართოთ სადაზღვევო კომპანიას და თავი მშვიდად იგრძნოთ. ინვენტარში შესაძლოა ახალი ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლაც შედიოდეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ უძრავი ქონების დაზღვევაში თითქმის ყველა ქართული სადაზღვევო კომპანია დაგეხმარებათ.

ჯი პი აი ჰოლდინგი გთავაზობთ პოლისს, სახელწოდებით კომფორტი, რომელშიც სტანდარტული და პრემიუმ პაკეტები შედის. შეძენის შემთხვევაში კომპანიისგან სპეციალურ ტარიფებს იღებთ, მისტერ მასტერის მომსახურებაზეც.

უძრავი ქონების დაზღვევას გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან თი ბი სი დაზღვევაც გთავაზობთ, თვეში 10 ლარიდან.

ყველა სადაზღვევო კომპანია საკუთარ რისკ ფაქტორებს ადგენს და  ამის მიხედვით გამოითვლება ტარიფები. სწორედ ამიტომ კარგად უნდა დააკვირდეთ ხელეკრულებაში მითითებულ დეტალებს.