avia biltebi

რა არის ავტო დაზღვევა
ავტო დაზღვევა

საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია გთავაზობთ ავტო დაზღვევა. მათ შორის განსხვავებაა პაკეტებს შორის, რაც შეეხება ტარიფს, ის შედგენილი უნდა იყოს შემთხვევის შესწავლის შემდეგ.

ავტოსაგზაო ინციდენტი, ქურდობა, ვანდალიზმი, უამინდობის გამო დაზიანება, წარმოადგენს იმ ძირითად მიზეზებს რასაც სადაზღვევო კომპანიები ანაზღაურებენ.

კომპანიები ტარიფის შესადგენად რამდენიმე კრიტერიუმს იყენებენ. მაგალითად 21 წლამდე მოქალაქე საქართველოში ავტომობილს ვერ დააზღვევს, თუ მძღოლი გამოცდილია დაზღვევის ფასი მინიმუმ 1$ მოიმატებს. ამასთან ერთად სადაზღვევოები ითვალისწინებენ ავტომობილების ღირებულებასა და დამზღვევის თვიურ შემოსავალს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მხოლოდ 20 წლამდე ავტომობილების დაზღვევაა შესაძლებელი.

ავტო დაზღვევა

თუ დამზღვევს მხოლოდ ავტომობილის ზარალის ანაზღაურება სურს, უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოუწევს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად თუ ზარალის საფასური არ აღემატება 1 000 ლარს, კომპანია მალევე ეცდება ანაზღაურებას. თუ ზარალი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული კომპანიამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა შეისწავლოს საქმის დეტალები.

საქართველოში ავტომობილების დაზღვევის ფასები 35 ლარიდან იწყება და იზრდება პაკეტის სახეობის მიხედვით. ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია საჩუქრებსაც უკეთებს მომხმარებელს. ქართულ ბაზარზე არსებული ყველა კომპანია აკეთებს ავტომობილის დაზღვევას, მათ შორის შეხვდებით მოტოციკლეტების დაზღვევის პაკეტებსაც. როგორც ბოლო პერიოდის სტატისტიკა აჩვენებს, ჩვენს ქვეყანაში ავტო დაზღვევის მაჩვენებელმა მოიმატა. ძირითადად ბოლო წლებში გამოსულ და ძვირადღირებულ ავტომანქანებს აზღვევენ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საკანონმდებლო ორგანოებში საუბარი მიმდინარეობს ავტო დაზღვევის აუცილებლობაზეც.