avia biltebi

სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ
სამოგზაურო დაზღვევა

იმ შემთვევაში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ მოგზაურობა გადაწყვიტეთ საბუთების მოგროვებისას აუცილებელია გქონდეთ სამოგზაურო დაზღვევა. ეს პაკეტი ანაზღაურებს არაგეგმიურ სამედიცინო მომსახურებას და ერთი დღე საშუალოდ 1 ლარი ჯდება, ხოლო თუ თანხა 50 000 $ მერყეობს შესაძლოა გადასახადმა მცირედით მოიმატოს. ეს ლიმიტები უშუალოდ ევროპის ქვეყნების მიხედვით არის შედგენილი.

ყველა სადაზღვევო კომპანიას, ქვეყნის გარეთ ჰყავს ასისტენტი კომპანია, რომლებიც ოპერირებენ სამედიცინო მომსახურების დროულად მიწოდებაზე. მიღებულ პოლისზე დატანილია ტელეფონის ნომრები, რომლებზე დარეკვაც შეუძლია დამზღვევს, იმ შემთხვავში თუ სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ასისტენტი კომპანია ამ დროს უზრუნველყოფს პაციენტის სასწრაფო დახმარებას, ტრანსპორტით მომსახურებასა და მის ჰოსპიტალიზაციას.

იმ შემთხვავაში თუ დამზღვევის მდგომარეობა მძიმეა და მან ვერ მოახერხა დამოუკიდებლად ასისტენ- კომპანიასთან დაკავშირება, ამ დროს თანხის გადახდა ჩვენ მოგვიწევს, თუმცა სამშობლოში დაუბრუნების შემდეგ შეგვიძლია საავადმყოფოს ჩეკები და ხარჯები, დაახლოებით 30 დღის ვადის ფარგლებში მივიტანოთ სადაზღვევო კომპანიაში. კომპანია შეისწავლის არსებულ მდგომარებას და ამის შემდეგ უკან დაგვიბრუნებს ჩვენ მიერ უცხოეთში დახარჯულ თანხას.

სადაზღვევოს პარტნიორი კომპანიების კომპეტენციაში შედის, თქვენი მომსახურების 90% დაფინანსება, ამიტომ უმჯობესია მათ დროულად დავუკავშირდეთ და ვთხოვოთ დახმარება.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ სამოგზაურო დაზღვევის პაკეტში შედის მედიკამენტების ნაწილობრივი ანაზღაურება, გეგმიური სამედიცინო თანხა, ინფექციურ და ონკოლოგიურ დაავადებაზე მკურნალობა და ა.შ.

სამოგზაურო დაზღვევა მარტივად შეგიძლიათ მიიღოთ TBC დაზღვევით. ისინი გთავაზობენ როგორც ინტერნეტ ბანკით ამ სერვისს ისე, ბი ბოტის საშუალებით. ამ უკანასკნელის გამოყნება განსაკუთრებით კომფორტულია მომხმარებელს მესენჯერიდან გასვლაც არ სჭირდება.

სამოგზაურო დაზღვევის კიდევ ერთი სერვისია ბარგის დაზღვევაც, იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის თუ ჩვენი ბარგი დაიკარგა ან დაზიანდა.

ქართულ სადაზღვევო ბაზარზე არსებული თითქმის ყველა კომპანია უზრუნველყოფს სამოგზაურო დაზღვევას. ფასებს შორის დიდი განსხვავება არ არის, თქვენ დაკვირვება უნდა გააკეთოთ უშუალოდ პაკეტის აღწერითა და კომპანიის ხარისხზე დაყრდნობით.

როგორც ვიცით ევროპის ქვეყნების მიმართულებით მოგზაურობისთვის, ვიზის მიღება აღარ არის საჭირო. იმ შემთხვევაში თუ უკვე აეროპორტში მისულებმა, ბილეთითა და სხვა საბუთებით ხელში აღმოაჩინეთ, რომ სამოგზაურო დაზღვევა დაგავიწყდათ dazgvevebi.ge დაგეხმარებათ ამ პრობლემბის გადაწყვეტაში. საჭიროა ვებ-გვერდზე შესვლა და კომპანიების მოძებნა, შემდეგ კი სასურველ მათგანთან ონლაინ რეგისტრაციის გავლა. ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივია და რაც მთავარია მოკლე ვადებში ხდება.