avia biltebi

სადაზღვევო სერვისები
სადაზღვევო სერვისები

საქართველოს სადაზღვევო კომპანიები ძირითად სადაზღვევო სერვისები შორის (როგორებიცაა : ავტო, ჯანმრთელობის, სამოგზაურო, პასუხისმგებლობისა და ქონების დაზღვევა) გვთავაზობენ სხვა სახის დაზღვევებსაც.

მაგალითად: სადაზღვევო კომპანია “ჯი პი აი” პირველი იყო საქართველოში, ვინც ექიმის პასუხისმგებლობის დაზღვევა შექმნა, რომელიც ითვალისწინებს ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ შეცდომით პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში თანხის ანაზღაურებას.

სიცოცხლის დაზღვევა წარმოადგენს ოჯახის კონკრეტული წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ფინანსურ დახმარებას. თუ ოჯახის მარჩენალი შემთხვევით გარდაიცვლება, ფინანსური კრიზისის თავიდან ასაცილებლად სადაზღვევო კომპანია ოჯახის წევრებს რაღაც დროის განმავლობაში ფინანსურად უზრუნველყოფს. სადაზღვევო პერიოდი მინიმუმ ერთი წლის ვადით განისაზღვრება.

სადაზღვეო სერვისები საქართველოში

საქართველო მიწათმოქმედების კუთხით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ამიტომ კომპანიებმა მათვის სხვდასხვა სახის სადაზღვევო სერვისები შექმნეს. ესეთი სერვისებიდან ერთერთი გამორჩეული სადაზღვეო სერვისა აგრო დაზღვევა. მთელი სეზონის განმავლობაში მიმდინარე საქმიანობა შესაძლოა, ერთმა სტიქიურმა უბედურებამ გაანადგუროს და ოჯახი ფინანსური ზარალის წინაშე დადგეს. სწორედ ამიტომ შესაძლებელია მოსავლის წინასწარი დაზღვევა მოხდეს. მომხმარებელს საშუალება აქვს დააზღვიოს: ციტრუსები, მარცვლეული, ხეხილი და ა.შ.

ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია ტვირთის დაზღვევაც, იმ შემთხვევისთვის თუ ტვირთი დაიკარგა ან დაზიანდა. დაზღვევა დაფარავს ტრანსპორტირების დროს დაზიანებისა და ზარალის ხარჯებს.

ბოლო პერიოდში სესხების გამოტანის მიზნით შეიქმნა სესხების დაზღვევა. არსებობს ID ბარათებისა და პასპორტების დაზღვევის სერვისებიც.

სხვა ბევრ სადაზღვევო სერვისთან ერთად შესაძლებელია შინაური ცხოველები დააზღვიოთ.

მსოფლიოს ისტორიაში ბევრი სასაცილო და უცნაური დაზღვევები არსებობს.