ონლაინ დაზღვევა დღეს მომხმარებლისთვის ახლი სერვისია, სწორედ ამიტომ ჩვენი ვებგვერდი გაძლევთ საშუალებას სხვდასხვა ტიპის დაზღვევები მიიღოთ ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.

ციფრულმა სამყარომ მოიცვა მომსახურების თითქმის ყველა სფერო, რაც დროის ეკონომიას უზრუნველყოფს. უკვე მარტივად, ონლაინში შესაძლებელია ტუროპერატორებთან დაკავშირება, ბანკის მომსახურებით სარგებლობა და თვით სამედიცინო კონსულტაციის მიღება.

სადაზღვევო მომსახურების გაფართოებამ და წარმატებით ოპერირებამ, როგორც მსოფლიოში ისე საქართველოში განაპირობა, ონლაინში სერვისის დამატება. თუ აქამდე სადაზღვევო კომპანიებში უნდა გვევლო და გვესმინა მთელი რიგი მოხსენებები, ახლა სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეგვიძლია გავეცნოთ ინფორმაციას.

დღეს საქართველოში არსებული სადაზღვევო კომპანიები გთავაზობენ ონლაინ მომსახურებას, მათ შორის კონსულტაციებსა და პაკეტების ონლაინ მიღებას. კომპანიები ცდილობენ მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული გახადონ რეგისტრაცია, ზოგიერთი პაკეტის მისაღებად მხოლოდ პირადობის მოწმობის ნომერი დაგჭირდებათ. ბარათით გადახდის შემთხვევაში სულ რაღაც 3-5 წუთი გეხარჯებათ.

რაც შეეხება სადაზღვევო აგენტთან პირად კომუნიკაციას რა თქმა უნდა აქვს დადებითი მხარე. თქვენ ადგილზე იღებთ საჭირო ინფორმაციას და სვმათ კითხვებს, თუმცა ონლაინ კონსულტაციის გავლა ბევრი სადაზღვევო კომპანიის ვებ-გვერდზეც შესაძლებელია დღეს. მათთვის ვისაც დისტანციურად ურჩევნია საქმის გადაწყვეტა შეუძლია უნისონს მიმართოს.

dazgvevebi.ge არის ადგილი, სადაც ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი სადაზღვევო კომპანიების მონაცემებია. თუ მაგალითად გსურთ მიიღოთ სამოგზაურო დაზღვევა, უნდა ეწვიოთ საიტს და ნახოთ კომპანიები, რომლებიც ამას გთავაზობენ. შემდეგ გააკეთოთ შედარება ვისი წინადადება გაწყობთ და მიიღოთ დაზღვევა რამდენიმე წუთში.