2018 წლის პირველი მარტიდან ძალაში შემოვიდა კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც ობიექტის მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს პასუხისმგებლობა მესამე პირის მიმართ. მესამე პირში იგულისხმება – ობიექტზე მომუშავე, თუ უბრალო პირები.

კანონის დაჩქარებულად მიღება განაპირობა, ბოლო წლებში ისეთმა გახმაურებულმა შემთხვევებმა, როგორიც იყო სასტუმრო ლეოგრანდის ხანძარი, ბავშთა სამყაროს შენობაში გაჩენილი ცეცხლი და ა.შ.

თავშეყრის ობიექტის მფლობელი უკვე ვალდებულია შეიძინოს დაზღვევა და ზიანის შემთხვევაში, უკვე ურთიერთობა სადაზღვევო კომპანიასთან ექნება. მეპატრონე აზღვევს ქონების ზარალსა და მესამე პირის ჯანმრთელობას.

ასეთი თავშეყრის ადგილები შეიძლება იყოს: ბაზრობა, სხვადასხვა სახის სავაჭრო ობიექტი, ავტოგასამართი სადგურები და მათ შორის სასტუმროებიც. ვინ იგულისხმება მესამე პირში ? – ობიექტზე სხვადასხვა კომერციული საქმით დაკავებულები, ან სხვა პირები.

ზარალის ანაზღაურება ყველა ობიექტს განსხვავებული ოდენობის ექნება. სავაჭრო ობიექტის შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი, წლიურად 300 000 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია ის გარემოება რომ სადაზღვევო კომპანიები ობიექტებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ყიდვისას სხვადასხვა პაკეტს სთავაზობენ. თუმცა თანხობრივი ლიმიტის შედგენის წესი ყველა ობიექტს ერთნაირად ენიჭება.

იმ შემთხვევაში თუ ობიექტზე კომერციული საქმით დაკავებული პიროვნება, თავად დააზღვევს საკუთარ ქონებას, მფლობელი ქონების ვალდებულებისგან თავისუფლდება.

სადაზღვევო კომპანიების თქმით ის ობიექტები, რომლებსაც გამართული უსაფრთხოების ზომები არ აქვთ მიღებული, მაგალითისთვის ხანძრის საწინააღმდეგო ინფრასტრუქტურა, დაზღვევის შეძენა მათ ძვირი დაუჯდებათ.

სავაჭრო ობიექტის სავალდებულო დაზღვევის გარდა გაეცანით ბიზნესის დაზღვევის უპირატესობებსაც.