სადაზღვევო კომპანია ირაო ქართულ ბაზარზე 2004 წელს გამოჩნდა და მუშაობს როგორც საცალო ისე კორპორატიულ სეგმენტზე. 2007 წლიდან კომპანიის ძირითადი აქციონერი, ვენის სადაზღვევო ჯგუფი გახდა, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს.

“ირაო” მომხმარებელს ბიზნესის დაზღვევას სთავაზობს, რომელიც ითვალისწინებს :

  •   საქმიანობის შეჩერების დაზღვევას – თუ გარკვეული მიზეზებით ბიზნესმა შეწყვიტა მუშაობა და მზღვეველს მიადგა ფინანსური ზიანი. ასევე თუ ზარალი მიადგა ქონებას, რომელიც გამოწვეული შეიძლება იყოს: განადგურებით, დაზიანებით ან დაკარგვით.
  • ქონების დაზღვევას – რომელშიც შედის : ცალკეული ფართი შენობაში ან თვითონ შენობა-ნაგებობა, ავტოფარეხები, საწყობები და საცავები, სხვადასხვა სახის მანქანა დანადგარები. გარდა ამისა პოლისში შეიძლება შევიდეს : საკომუნიკაციო მოწყობილობები, სხვადასხვა სახის პროდუქცია თუ საქონელი და ინვენტარი (ელექტრო მოწყობილობები, კომპიუტერები, ტექნიკა და ა.შ).
    რა რისკებისგან ვიცავთ ქონებას ? – ეს შეიძლება იყოს ხანძარი, აფეთქება, უამინდობა, მიწისძვრა, ავტო შეჯახება და ა.შ.
  • სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა – დაზღვევის პერიოდის განმავლობაში თუ მოხდა მესამე პირის ქონების ან სხეულის დაზიანება, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს დამზღვევს.

    სხვადასხვა სახის ბიზნესის დაწყებიდანვე საჭიროა მის დაზღვევაზე ზრუნვა. უნდა გავიაზროთ ის რისკები რაც შეიძლება მიადგეს ჩვენს საქმიანობას. გარკვეულმა ზიანმა შესაძლოა კომპანიას ფინანსური პრობლემები მოუტანოს, დაზღვევის შემთხვევაში კი ამ პრობლემის გადაწყვეტაში სადაზღვევო გვეხმარება.