დაზღვევის გაფორმება საკმაოდ მარტივად ხდება და არც დიდი დრო მიაქვს. ხელშეკრულების დასადებად და სერვისებში ბოლომდე გარკვევისთვის სასურველია კონკრეტული ტერმინები გააზრებული გვქონდეს.

1. რას მოიცავს ჰოსპიტალური მომსახურება ?

თუ დამზღვევს/პაციენტს ჰოსპიტალში ერთ დღეზე მეტის გატარება მოუწია, მას უნიშნავენ ჰოსპიტალურ მომსახურებას, რასაც სადაზღვევო კომპანია, ანაზღაურებს. ხელშეკრულების თუ პოლისის დადებისას აუცილებლად უნდა გავეცნოთ, რა სამედიცინო მომსახურებას გვინაზღაურებენ, რათა მოგვიანებით გაურკვევლობები ავიცილოთ თავიდან. კონკრეტულ საავადმყოფოში მისულმა დამზღვევმა უნდა განაცხადოს რომ მას აქვს პოლისი.

2. პროვაიდერი კლინიკა

როგორც ვიცით სადაზღვევო კომპანიები სხვადასხვა საავადმყოფოსთან თანამშრომლობენ. პროვაიდერი კლინიკა უზრუნველყოფს ურთიერთობას იმ სადაზღვევო კომპანიასთან, რომელთანაც დამზღვევს ხელშეკრულება უდევს.

3. დაუზღვეველი სიტუაცია

შემთხვევა რაზეც სადაზღვევო მომსახურება არ ვრცელდება.

4.ვინ არის მესამე პირი

ხშირად ისმება კითხვა თუ რას ნიშნავს ეს მესამე პირი სადაზღვევო მომსახურებისას. თუ ჩვენ მიერ დაზღვეული მანქანა დააზარალებს სხვას ავარიის ან ნებისმიერი სხვა სიტუაციის დროს, დაზარალებული ჩაითვლება მესამე პირად.

5.რას გულისხმობს თანაგადახდა

თუ ჩვენ მიერ აღებული დაზღვევა სამედიცინო მომსახურების 60% გვინაზღაურებს დარჩენილი ნაწილის გადახდა საკუთარი ხარჯებით მოგვიწევს.

6.გეოგრაფიული ლიმიტი

ადგილი, სადაც დაზღვევა მოქმედებს. მაგალითად კონკრეტული რეგიონი სადაც ჰოსპიტალია დამზღვევთათვის განკუთვნილი. სამოგზაურო დაზღვევის დროს ის ქვეყანა, სადაც მივემგზავრებით.

7.ქველიმიტი

ხელშეკრულების დადებისას არსებობს ლიმიტები, რის ფარგლებშიც სადაზღვევო კომპანია გადაიხდის თანხებს. ქველიმიტი წარმოადგენს მაქსიმალურ საფასურს, რაც უნდა იყოს დაფარული. ყოველთვის კარგად უნდა გავეცნოთ იმ ნაწილს, სადაც ლიმიტების ციფრებია მითითებული.

რისკების მართვა და სიმშვიდე დაკავშირებულია დაზღვევასთან. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი პრიორიტეტებში და ვიცოდეთ ხელშეკრულების პირობები.