როცა გადავწყვეტთ დაზღვევის აღებას, საჭიროა სწორად შევარჩიოთ სადაზღვევო კომპანია. ამისთვის სხვადასხვა ფაქტორებს უნდა გადავხედოთ. რჩევის სახით შეიძლება მეგობრებმა გვირჩიონ ის კომპანიები, სადაც თვითონ იღებენ დაზღვევას, მაგრამ რომ დავფიქრდეთ ჩვენ გამოგვადგება მათი პაკეტები ?

სადაზღვევო კომპანიაზე არჩევანის გაკეთებისას უნდა გამოვიკვლიოთ დაარსების თარიღი, ანუ რა გამოცდილების მატარებელია. ბაზარზე ბევრი ახალი სადაზღვევო კომპანია გამოჩნდა, რომლებიც დაბალ ფასებსაც გვთავაზობენ, მაგრამ ხარისხიანი იქნება მათი მომსახურება ? ხარისხის შექმნის ერთ-ერთი მთავარი თვისება, გამოცდილებაა, რომელსაც წლები ქმნის.

უნდა გადავხედოთ ასევე მომხმარებელთა შეფასებებს, რომელ კომპანიას ჰყავს მეტი დაზღვეული და რას ფიქრობენ ისინი.

საქართველოში არსებულ ბევრ სადაზღვევო კომპანის მყარი და ძლიერი ბექგრაუნდი უდგას საერთაშორისო თანამშრომლობით. ევროპის დიდ გადამზღვევ კომპანიებთან თანამშრომლობა, ზრდის ხარისხს. კომპანიები მეტი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან.

ასევე უნდა გადავხედოთ სადაზღვევო კომპანიების, პაკეტებისა და პროდუქტების რაოდენობასაც. რაც უფრო ბევრ პაკეტსა და მრავალფეროვნებას გვთავაზობს კომპანია, მით უფრო კომფორტული იქნება ჩვენთვის სხვა პოლისების მიღებაც, რადგან ერთ სივრცეში მოგვიწევს ოპერირება.

გამოცდილი თანამშრომლები, ყველა კომპანიისთვის წარმატების გზამკვლევია. ბევრი სადაზღვევო გვაძლევს ინფორმაციას საკუთარ კადრებზე და მათ გამოცდილებაზე.

თანამედროვეობის გამოყენება, რომელშიც იგულისხმება, ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად დაზღვევის მიღება, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს. ეს ნიშნავს რომ კომპანია ჩვენს კომფორტზე და დროის დაზოგვაზე ზრუნავს. საბედნიეროდ ბევრი ქართული კომპანია ონლაინ დახმარებას გვიწევს.

ფასდაკლებებისა და აქციების სიხშირე – სადაზღვევო კომპანიები ზრუნავენ მათ კლიენტებზე და ხშირად სთავაზობენ ფასდაკლებებსა და საჩუქრებს.

ჯანმრთელობის დაზღვევის აღების მიზნით ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ კომპანიებზე, რომელთა პროვაიდერი კლინიკები პრესტიჟული და ხარისხიანია.

ასე რომ მოიძიეთ ინფრომაცია სადაზღვევო კომპანიების შესახებ, კარგად დაფიქრდით და ამის შემდეგ დაიწყეთ მათთან თანამშრომლობა.