წელს, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. კომპანიები სხვადასხვა კამპანიის სახით ეხმიანებიან ამ თარიღს და მომხმარებელს უბიძგებენ მუდამ ახსოვდეთ და კიდევ ერთხელ გაიაზრონ ტრაგედია. უნდა აღინიშნოს რომ ასეთი აქტიურობა, რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ქვეყნისთის წინ გადადგმული ნაბიჯია.

როდესაც ინტერნეტით რაიმე სახის პროდუქტის შეძენა გვიწევს, ხშირად გვიჩვენებს მოსანიშნ უჯრას, რომელის აღნიშვნაც პირობებზე თანხმობას ნიშნავს. ბევრჯერ ამ წესებისა და პირობების წაკითხვის გარეშე ვნიშნავთ უჯრას, მაგრამ სადაზღვევო კომპანია “ჯი პი აი”-ს აქცია თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს.

თუ “ჯი პი აი ჰოლდინგის” საიტზე, სამოგზაურო დაზღვევის შეძენას გადაწყვეტთ, პროცესის დასრულებამდე შეგხვდებათ ფრაზა : – “ვადასტურებ, რომ ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მზად ვარ, მსოფლიოს გავაგებინო ამის შესახებ”.

იმ ადამიანებმა, ვინც 8 აგვისტოს შეიძინეს სამოგზაურო დაზღვევა, კომპანიისგან საჩუქარიც მიიღეს – “ჯოვანი მორას” ანტიოკუპაციური საპასპორტე. გიორგი პოპიაშვილის დიზაინით დამზადებული პასპორტის ჩასადები, საშუალებას მოგცემთ დაანახოთ მსოფლიოს, თქვენი ქვეყნის ოკუპაციის შესახებ.