2014 წლიდან დაწყებული, სადაზღვევო კომპანია ალდაგმა აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს დაახლოებით 10 მილიონი ლარის ზარალი დაუფარა.
კომპანია მოსავლის დაზღვევის პროცესს აგრძელებს და პირობებს ამარტივებს. ის ფერემერები, რომლებიც დაახლოებით 5 ჰექტარი, მარცვლეულის შემთხვევაში 30 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს, საშუალება აქვთ დააზღვიონ მოსავალი სტიქიური უბედურებებისგან. მაგალითად : წყალდიდობა, ქარიშხალი, სეტყვა და ა.შ.
განახლებული პროგრამის საფუძველზე, ფერმერებს სადაზღვევო პრემიის სახით სახელმწიფო 70% აუნაზღაურებს, ხოლო ვაზის დაზღვევის შემთხვევაში სუბსიდირება 50% შეადგენს.
განახლებული აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი დაზღვევების განხორციელება: ბოსტნეული, ბაღჩეული, სხვადასხვა მარცვლეული, კაკლოვანი და კენკროვანი ხილი, ციტრუსები და ვაზის ჯიშებიც.
სადაზღვევო კომპანია ალდაგის ოფისები ფერმერებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ემსახურება და დახმარებას უწევს, ეს რეგიონებია : იმერეთი, სამეგრელო, აჭარა, კახეთი, გორი წალკა, მარნეული, ახალქალაქი და ახალციხე. კომპანია ფერმერებს საქართველოს ბანკისა და კრედო ბანკის დახმარებასთან ერთად, დარჩენილი თანხის ანაზღაურების ახალ სქემას სთავაზობს.