საქართველოში სტატისტიკურად ბევრი ავტოავარია ხდება. მძღოლები დამატებითი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, ზოგ შემთხვევებში მათი ავტომობილის დაზღვევას გვერდს უვლიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავარიის შემთხვევაში ჩვენ ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი გვიჩნდება. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ დაზღვევა, შეარჩიეთ სასურველი კომპანია და მიიღეთ ონლაინ დაზღვევა მარტივად.
გასათვალისწინებელია რომ თუ თქვენი ავტომობილის დაზიანებასთან ერთად, ზარალი სხვამაც ნახა, ამ დროს საჭიროა ორივე შემთხვევაზე პასუხისგება, რაც ორჯერ მეტ ბიუჯეტს მოითხოვს.
საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით მხოლოდ ძვირადღირებული ავტომობილების დაზღვევაა აუცილებელი, მაგრამ სრულიად შესაძლებელია დაბალფასიანი ავტომობილიც დაზიანდეს და შესაკეთებელი ხარჯიც უფრო მეტი აღმოჩნდეს.
როგორ მოვიქცეთ ავტო საგზაო შემთხვევის დროს ?
უნდა ვიცოდეთ ჩვენი სადაზღვევო კომპანიის ნომერი, რომ ისინი დაგვეხმარონ და მაქსიმალურად ოპერატიულად გამოგზავნონ სადაზღვევო აგენტი, რომელიც შეაფასებს სიტუაციას და განსაზღვრავს ხარჯებს. ასეთ დროს ბევრი უსიამოვნო გარემოება ჩნდება როგორიცაა, ევაკუატორის გამოძახება მაგალითად, რაშიც ჩვენი სადაზღვევო აგენტი დაგვეხმარება.
გარდა ავარიისა, ავტომობილი შეიძლება ბევრმა გარემოებამ დააზიანოს, როგორიცაა: სეტყვა, ხანძარი, მოტეხილი ხე და ა.შ. უამინდობისა და მსგავსი მოვლენების დროს თქვენ არ გიწევთ მუდმივი ფიქრი: “რა მოხდება თუ მანქანას რამე მოუვა”. დაზღვევის დროს მძღოლი თავს დაცულად გრძნობს. ეს სიმშვიდის შეგრძნება კი ნამდვილად იმსახურებს ყოველთვიურად გარკვეული ოდენობის თანხის გადადებას.
თუ ავარიის შედეგად თქვენი მიზეზით სხვა დააზიანეთ, სადაზღვევო კომპანია ამაზეც იზრუნებს. დამატებით ხარჯებსა და მოლაპარაკების პირობებს სადაზღვევო აგენტი, თქვენს მაგივრად წარმართავს.
არსებობს სხვადასხვა ავტოდაზღვევის პაკეტები, როგორიცაა: ავტომობილის დაზღვევა სტიქიური უბედურებებისგან, ვანდალიზმისგან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავარიის დროს ავტომობილში მყოფების ჯანმრთელობის დაზღვევაა.