მსოფლიოს სადაზღვევო ისტორიაში ბევრი სასაცილო და უცნაური დაზღვევა არსებობს. გავეცნოთ რამდენიმე მათგანს.

1. სიცილისგან გარდაცვალების დაზღვევა

Lloyds of London სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა დაზღვევის მრავალფეროვანი პაკეტებით. ერთი ინგლისელი კომიკოსი, შოუს დადგმას აპირებდა, როცა მოულოდნელად გადაწყვიტა, თავი მშვიდად ეგრძნო და მაყურებლის სიცილით სიკვდილი დააზღვია, ფინანსური ზარალის თავიდან აცილების მიზნით. რა თქმა უნდა სადაზღვეომ ეს შეთავაზება მიიღო და რაც მთავარია ამ პოლისის ანაზღაურება საჭირო არ გახდა.

2. ცხოველისგან ტანსაცმლის მოპარვის დაზღვევა

წყვილმა მალაიზიაში მოგზაურობის დროს, შუაგულ ჯუნგლებში კარავი დადგეს, ცოტა ხნით გასულებმა კი აღამოჩინეს რომ მათი ტანსაცმელი და ნივთები მაიმუნებმა მოიპარეს. ამ ფაქტის შემდეგ გაუჩნდათ იდეა მიემართათ სადაზღვევო კომპანიისთვის და ცხოველისგან ნივთების მოპარვა დააზღვიეს.


3. უცხოპლანეტელებისგან თავდაცვა

კომპანია Grip ლონდონში არსებული სადაზღვევო კომპანიაა, რომელსაც 37 000 ადამიანი ყავს დაზღვეული უცხოპლანეტელებისგან გატაცების შემთხვევაში, გადასახადი 100 ფუნტს შეადგენს და სადაზღვევო კომპანიას დღემდე არც ერთი აუნაზღაურებია.

4. მოტაცების გამოსასყიდის გადახდა

მსგავსი პაკეტი მდიდარ და შეძლებულ საზოგადოებაში ცნობილია. იმ შემთხვევაში თუ პიროვნება უცხოეთში იმყოფება და მას იქ გაიტაცებენ, გამტაცებელთან ურთიერთობა სწორედ სადაზღვევო კომპანიამ უნდა აწარმოოს და ანაზღაურების დაფარვის შემთხვევაშიც, გამოსასყიდს ისინი იხდიან.

5. ლიფტში გაჭედვის დაზღვევა

საქმიანი ადამიანებისთვის დრო ძალიან ძვირფასია, სწორედ ამ შემთხვევისთვის არსებობს ლიფტში გაჭედვის დაზღვევა, რაც გულისხმობს რომ თქვენი ლიფტში გატარებული დრო ანაზღაურებული იქნება დაახლოებით 75 ევროს სახით.