იმის გათვალისწინებით რომ ჩვენ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ზოგჯერ ვერ ვაკონტროლებთ საჭიროა ვიცოდეთ, რომ გვაქვს რაღაცის იმედი. ბევრ გაუთვალისიწინებელ შემთხვევას ცუდი შედეგი მოაქვს ხოლმე, თავიდან ვერ ავიცილებთ, მაგრამ შეგვიძლია წინასწარ შევქმნათ საშუალება თავის დაზღვევის.

ჯანმრთელოის უეცარი ცვლილების დროს გვჭირდება გარკვეული რაოდენობის თანხა, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება არ გვქონდეს, ასევეა ავტომობილის დაზიანების, ქონებასთან არსებული პრობლემების დროსაც.

არსებული სიტუაციიდან გამოსავალი დაზღვევაში მდგომარეობს, რომლის დახმარებითაც ამა თუ იმ ზარალის ფინანსურ კომპენსაციასა და დანაკარგის ჩანაცვლებისთვის ან შეკეთებისთვის საჭირო თანხას იღებთ.

დაზღვევის მიღების დროს თქვენ გრძნობთ სიმშვიდეს. გვსმენია იმის შესახებაც რომ ეს მხოლოდ ფუფუნების საგანია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი რომ ეს ჩვენი კეთილდრეობისთვის კეთდება.

რატომ უნდა დავაზღვიოთ ავტომობილი ?

ავტომობილი ერთ-ერთი ძვირადღირებული ნივთია და დაზიანების რისკის ქვეშაც დგას. ხდება ისეც რომ ავარიის დროს ჩვენს მანქანასთან ერთად სხვაც შეიძლება დაზიანდეს. ზედმეტი და გაუთვალისწინებელი ხარჯების ასაცილებლად, თუ ავტომობილი დაზღვეული გვყავს თანხას დროის მოკლე პერიოდში მივიღებთ.
აღსანიშნავია ისიც რომ ავტომობილის გარდა სხვა ტრანსპორტის დაზღვევაც შეგვიძლია, როგორიცაა მაგალითად მოტოციკლი, მოპედი, ნავი და ა.შ.

რატომ უნდა დავაზღვიოთ უძრავი ქონება ?

უძრავი ქონების დაზიანება აგრეთვე რისკების ჯგუფში დგას, ეს შეიძლება სტიქიური უბედურების შედეგადაც იყოს გამოწვეული,როგორიცაა მაგალითად მიწისძვრა, წყალდიდობა თუ სხვა მოვლენები. ხშირად ხდება რომ საცხოვრებელში წყლის მილი სკდება და სახლი ზიანდება, ასეთ დროს განსაკუთრებით მოკლე ვადებში გვჭირდება თანხა, რომელსაც დაზღვევის შემთხვევაში ჩვენთვის სასურველი კომპანია აგვინაზღაურებს.

და ბოლოს ერთ-ერთი უმთავრესი, რატომ უნდა დავაზღვიოთ ჯანმრთელობა ?

სიმშვიდეზე საუბრისას აუცილებელია ვიცოდეთ რომ ჩვენი ჯანმრთელობა გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან დაზღვეულია. ჯანმრთელობა სიცოცხლის ხანგრძლივობასთან პირდაპირ კავშირშია ამიტომ გამოკვლევებისა თუ მედიკამენტების მოულოდნელი საჭიროებისას, სადაზღვევო კომპანია გვეხმარება.