თუ სამოგზაუროდ უცხოეთში აპირებთ წასვლას, დაგჭირდებათ დაზღვევა, მეტი სიმშვიდისთვის. მოგზაურობის დროს სამედიცინო პრობლემები, რომ თავიდან ავიცილოთ ეს საუკეთესო გზაა. დაზღვევის აღება საკმაოდ მარტივი პროცედურაა და გიზოგავთ როგორც დროს, ისე ფინანსებს.

სამოგზაურო დაზღვევას ბევრი ქართული სადაზღვევო კომპანია გთავაზობთ. განვიხილოთ კომპანია უნისონის შეთავაზება, რომელიც ჩვენი დაუვიწყარი მოგზაურობის დაზღვევას დღეში 50 თეთრიდან გვთავაზობს. რაც ყველაზე მთავარია, თუ დაზღვევა გამგზავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაგახსენდათ, არც ეს წარმოადგენს პრობლემას. უნისონის მობილური აპლიკაცია ამაში დაგეხმარებათ. დაზღვევის მისაღებად სულ რამდენიმე ველია შესავსები.

ცოტა რამ პოლისის შესახებ – სტანდარტული დაზღვევა ითვალისწინებს, უცხოეთში ყოფნისას, გაუთვალისწინებელი უბედური შემთხვევისა თუ ავადმყოფობის ხარჯებს.

რაც შეეხება დამატებით დაფარვას, რომელიც უშუალოდ მოიცავს ავია დაზღვევასა და თვით მოგზაურობის გაუქმების დაზღვევას.

ავია დაზღვევა გამოგვადგება თუ ბარგი დავკარგეთ ან მგზავრს რაიმე სახის რისკები შეექმნა.

მოგზაურობის დაზღვევა კი – პოლისით გათვალისწინებული შემთხვევებისას მოგზაურობის გაუქმების ანაზღაურებას.

თუ უცხოეთში სადაზღვევო შემთხვევა დაგიდგათ, თქვენ მოგემსახურებათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ასისტენტი კომპანია – Europ Assistance, რომელსაც 750, 000 -მდე პროვაიდერი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით და ამავდროულად 200-მდე ქვეყანას მოიცავს.