დაზღვევა წარმოადგნეს რისკების კონტროლის მექანიზმს, რომლის შედეგად სარგებელს ნახულობს, როგორც სადაზღვევო კომპანია ისე დაზღვეული პიროვნება. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები უკვე დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად იყენებენ სადაზღვევო სისტემას და ამაში მათი სახელმწიფოებრივი პოლიტიკაც დიდ როლს ასრულებს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ აუცილებელი დაზღვევების შემოღება, რომელსაც ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს.
საქართველოში პირველი სადაზღვევო კომპანია დაახლოებით 28-29 წლის წინ, 1990 წელს გაჩნდა. მართალია ამ პერიოდზე ვერ ვიტყვით, რომ დიდია, თუმცა ამ სექტორმა განვითარების რთული ხაზი გაიარა და დღესაც აქტიურად ინერგება სიახლეები.
დღეს ჩვენს ქვეყანაში უკვე არსებობს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციაც და ლიცენზირებული ჩვიდმეტამდე კომპანია. არსებული კომპანიები მათ კლიენტებს დაზღვევის ფართო სპექტრს სთავაზობენ, ქმნიან ახალ სადაზღვევო პაკეტებსა და რაც მთავარია ყურადღებას აქცევენ კომფორტის შექმნას.
ხარისხის ზრდისთვის მთავარია, კონკურენტული ბაზარი. საქართველოში არსებული კომპანიების უმრავლესობა მიჰყვება და იზიარებს ევროპის წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას.
დღეს საქართველოში ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზე – ჯანმრთელობის დაზღვევა დგას და დაახლოებით 45% წილი აქვს ამ სფეროში. მეორე და მესამე ადგილებს ქონებისა და ავტომობილის დაზღვევები ინაწილებენ.
დაზღვევა წარმოადგენს ხვალინდელი დღის სიმშვიდის გარანტს, ჩვენს ქვეყანაში კი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დღევანდელობით ცხოვრობს, რაც ეკონომიური მიზეზებითაა გამოწვეული. თუმცა ევროპის ქვეყნების მოქალაქეები, უკვე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დაზღვევა არ არის ფუფუნებასთან დაკავშირებული მომსახურება. ეს დამოკიდებულება საქართველოშიც ეტაპობრივად იცვლება.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოშიც გაჩნდა სავალდებულო დაზღვევები, რასაც მოსახლეობაში კარგი გამოხმაურება არ მოჰყოლია. სწორედ ამ მიზეზით ცდილობენ სადაზღვევო კომპანიები, ჰქონდეთ მჭიდრო კონტაქტი საზოგადოებასთან, შესთავაზონ ფასდაკლებები და აქციები. გარდა ამისა ისინი ქმნიან ონლაინ დაზღვევას.საჭირო ინფორმაციებისა და ზოგიერთი სადაზღვევო პოლისის მიღება უკვე სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი.