არსებობს უცნაური დაზღვევები, რომლებიც ადამიანებს აუღიათ და ამასთან ერთად სადაზღვევო სივრცეში არსებობს ცნობილი ადამიანბის უჩვეულო გატაცებები. როცა ჰოლივუდის რომელიმე კონკრეტულ ვარსკვლავზე ვსაუბრობთ, მისი გარეგნობიდან რამე დეტალს განსაკუთრებულ ყურადღებას გაქცვევთ, მაგალითად მკერდი, ფეხები და ა.შ. საინტერესოა რამდენად დიდია მათში ნარცისიზმი და რას აზღვევენ ისინი ?
1. განსაკუთრებით საინტერესოა რომ დევიდ ბეკჰემმა საკუთარი ფეხები 70 მილიონ დოლარად დააზღვია. მოგეხსენებათ ფეხბურთში ჯანმრთელი და ძლიერი ფეხები უმთავრესია და ბეკჰემმაც საკუთარი საქმის გაფუჭების შიშით, საკუთარი ფეხები დააზღვია. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაზღვევის სახელითაა შესული .
2. ჯენიფერ ლოპესის უკანალის დაზღვევის შესახებ მალე გავრცელდა, თუმცა ჭორები არ გამართლდა მან 1 მილიარდის მაგივრად, 27 მილიონად დააზღვია.
3. გურმანმა და ცნობილმა კრიტიკოსმა ეგონ რონეიმ საკუთარი გემოს რეცეპტორები დააზღვია.
4. ფეხების დაზღვევა არამარტო ფეხბურთელებთან არამედ მოდელებთანაც მიღებულია, მაგალითად გერმანელმა სუპერმოდელმა ჰაიდი კლუმმა საკუთარი ფეხები 2,2 მილიონ დოლარად დააზღვია.
5. ყოფილმა სექს-სიმბოლომ – ტომ ჯონმა, რაც არ უნდა უცნაური იყოს საკუთარი მკერდის თმა დააზღვია 7 მილიონ დოლარად. რა საშიშროება ემუქრებოდა მას, ამას ვარსკვლავი არ ასახელებს.
6. ცნობილმა კეიზ რიჩარდსმა საკუთარი შუა თითი დააზღვია, ყველამ იცის რომ ეს მისი ერთგვარი სიმბოლოა. ვარსკვლავმა ის 1.6 მილიონ დოლარად დააზღვია.
7. ავტრიელმა ვარსკვლავმა – მერვ ჰაგესიმ საკუთარი ულვაში დააზღვია.
გარდა ამისა შეხვდებით მომღერლების მიერ ხმის დაზღვევის ფაქტებსაც.