ჯანმრთელობის დაზღვევა სხვადასხვა სტატისტიკით ლიდერია. საზოგადოება ირჩევს აიღოს სადაზღვევო პოლისი, მეტი სიმშვიდისთვის. მაგრამ არის გარკვეული გარემოებები, რომლებიც უნდა ვიცოდეთ, სანამ ჯანმრთელობის დაზღვევას ავიღებთ. მაგალითად ზოგიერთი გამონაკლისი შემთხვევა, როცა კომპანიამ შესაძლოა უარი გვითხრას.

პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, რომ დაზღვევა გადაუდებელი შემთხვევისთვისაა და კომპანიები გეგმიურ მომსახურებასა თუ ოპერაციებს ვერ დაგვიფინანსებენ.

იმის და მიუხედავად რომ სადაზღვევო კომპანიები, მომხმარებელს სხვადასხვა ესთეტიკურ კლინიკაში მომსახურებაზე ფასდაკლებებს სთავაზობენ, ისინი არ აზღვევენ პლასტიკურ ქირურგიას.

ვენერიულ და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს სადაზღვევო კომპანიები ხშირ შემთხვევაში არ აზღვევენ, აქაც არსებობს გამონაკლისები, თუმცა მსგავსი შემთხვევების დროს სახელმწიფოს აქვს სხვადასხვა პროგრამა, რომელიც დახმარებას უწევს პაციენტებს.

თუ პაციენტს კონკრეტული დაავადება დაუდგინდება და ამის შემდეგ მიმართავს სადაზღვევო კომპანიას, ის მიიღებს უარს.

საინტერესოა ასევე რომ ორსულობის ხარჯების ანაზღაურება, შესაძლებელია თუ დაზღვევა 24 თვით ადრე გაქვთ გაკეთებული.

აღსანიშნავია ასევე რომ მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებაში არ შედის, სხვადასხვა სახის ვიტამინები, რადგან ისინი იმუნიტეტის მომატების მიზნით ინიშნება. დაზღვევა ფარავს გარკევული დაავადებების გამოვლენის შემდეგ საჭირო წამლების საფასურს.

სანამ სადაზღვევო კომპანიასთან პრეტენზიები ექნება კლიენტს, აუცილებლად უნდა იცოდეს გამონაკლისი შემთხვევები, როცა დაზღვევის პოლისი ვერ კეთდება.