როგორც ვიცით სამოგზაურო დაზღვევა, ქვეყნის დატოვების შემდეგ გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას გვინაზღაურებს. ბევრი ადამიანისთვის ეს ასოცირდება იმ აუცილებელ საბუთთან, რომელიც მოგზაურობისას სჭირდებათ. მაგრამ რეალურად რაში გვეხმარება და რა უნდა ვიცოდეთ ამ დროს.

ზოგ ქვეყანაში მოსახვედრად დაზღვევის წარდგენა აუცილებელია, შესაძლებელია საზღვარზეც შეამოწმონ გაქვთ თუ არა დაზღვევა. ზოგ შემთხვევაში ეს საბუთი საჭირო არ არის, ისეთ ქვეყნებში გადასვლისას სადაც შეგვიძლია მარტო პირადობის დამადასტურებელი მოწმობა წარვადგინოთ. მაგალითად: თურქეთი ან სომხეთი.

უნდა ვიცოდეთ რომ ამ პოლისს ვიღებთ არა იმ ქვეყნისთვის სადაც ვმოგზაურობთ, არამედ საკუთარი სიმშვიდისთვის. უცხოეთში სამედიცინო მომსახურება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და თუ მოულოდნელად მოგვიწია გადაუდებელი დახმარება, სადაზღვევო კომპანია ფინანსურად დაგვეხმარება.

პოლისის შეძენისას, რა სახის პაკეტს აირჩევთ თქვენი გადასაწყვეტია. არსებობს ორი ძირითადი სერვისი, ერთი მსოფლიოს მასშტაბით ფარავს ხარჯებს და მეორე კი კონკრეტულ ქვეყანას ეხება. ფასის შემთხვევაში თითქმის ერთიდაიგივეა და სტატისტიკის მიხედვით, მომხმარებელი მსოფლიო დაფარვას ირჩევს მათსავე უსაფრთხოების მიზნით.

თქვენ გიფინანსდებათ გადაუდებელი ამბულატორიული, რომელიც მცირე ჩარევებს და საავადმყოფოში 24 საათამდე დაყოვნებას გულისხმობს და მეორე – ჰოსპიტალური მომსახურება. ამ უკანასკნელის შემთხვევაში საქმე გვაქვს ისეთ სიტუაციასთან, როცა საავადმყოფო ითხოვს ერთ დღეზე მეტს პაციენტის დასაყოვნებლად. აღსანიშნავია რომ პოლისი ფარავს გადაუდებელ სტომატოლოგიურ მომსახურებასაც.

სამედიცინო დახმრების საჭიროების შემთხვევაში, უნდა დარეკოთ თქვენ პოლისზე მითითებულ ნომერზე, რომელიც ყველა ქვეყნისთვის ერთი და იგივეა. ამის შემდეგ ოპერატორს ეტყვით რომელ ქალაქში იმყოფებით და ის შესაბამის კლინიკას გამოგიყოფთ. თუ სასწრაფო დახმარების მანქანაა საჭირო, უშუალოდ კომპანია უზრუნველყოფს ამას.

 და ბოლოს სამოგზაურო დაზღვევა შეგიძლიათ ნებისმიერი მიზნით მოგზაურობისთვის აიღოთ. ეს იქნება სწავლის გამო უცხოეთში წასვლა თუ სამსახურის დაწყება.