კიბერ დაზღვევა 21 საუკუნის დაზღვევათაც შეგვიძლია მივიჩნიოთ და მისი მნშვნელობა იმაზე მეტია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს კიბერ დაზღვევის ალტრნატიური გზაა ასევე სარეზრვო ასლების მუდმივი დამუშავება და შენახვა, რაც უზრუნველყოფს ინფორმაცის დაკარგვის თავიდან აცილებას.
ზარალის თავიდან ასაცილებლად კომპანიები სხვადასხვა დაზღვევის პაკეტს ირჩევენ, როგორიცაა მაგალითად ქონების ან ტვირთების დაზღვევა. 21 საუკუნეში, მას შემდეგ რაც ტექნოლოგიები და ვირტუალური სამყარო დაწინაურდა, გაჩნდა ახალი რისკები. ქონების, ხანძრით ან სხვა სტიქიური უბედურებით მიყენებული ზიანის აღდგება გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებალია, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა საფრთხე ჩვენს პირად მონაცემებს, ელექტრონულ ბაზებს ეხება ?
ბოლო წლების განმავლობაში სტატისტიკები აჩვენებს რომ მსოფლიოში კიბერ დანაშაული მაშტაბურ სახეს იძენს და ეს საკმაოდ დიდ ზარალთანაა დაკავშირებული. საფრთხის წინაშე იდგა ბევრი გლობალური კორპორაცია, ერთ-ერთი ბოლო შეტევისას, ჰაკერებმა ჩერნობილის ატომური რეაქტორის კონტროლი გათიშეს. აღსანიშნავია ისიც რომ საქართველოში მომხდარი კიბერ დანაშაულებიც ხშირია.
კიბერ დაზღვევა, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უკვე დანერგილია. მსხვილი თუ მცირე კომპანიები მათი ბიზნესის უსაფრთხოებისთვის, იყენებენ მსგავს სერვისს. საქართველოში პირველად მსგავსი დაზღვევა, კომპანია უნისონმა შემოიტანა. საჭიროა მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, რა რისკების წინაშე დგას. მაგალითად ჰაკერული თავდასხმის დროს ორგანიზაციის ფინანსური მონაცემები შეიძლება მოიპარონ ან სულაც წაიშალოს. ასეთ დროს არამარტო კომპანია, კლიენტებიც ზიანდებიან. მათ შესაძლებელია იჩივლონ პირადი მონაცემების გასაჯაროვების გამო. კიბერდაზღვევა მოიცავს ორგანიზაციის თანამშრომლებიდან შეცდომის დაშვების რისკებსაც. შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ საჭიროა ამის შემდეგ სწორი რეაგირება მოვახდინოთ.
კიბერდაზღვევის ანაზღაურება სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით ხდება. აქ უნდა იყოს გაანალიზებული რა სახის რისკი მიადგა კომპანიას და რამდენად დიდია ზარალი. იმისთვის რომ კომპანიის ხელმძღვანელებმა თავი მშვიდად იგრძნონ, უმჯობესი იქნება გაეცნონ ამ პოლისს, შეაფასონ საკუთარი დაწესებულების რისკები და ამის შემდეგ აირჩიონ დაზღვევა.