აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას, რომელიც 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა, უკვე თიბისი დაზღვევამაც შესთავაზა მომხმარებელს. ეს პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო და მას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში დასაქმებულ პირთა ხელშეწყობასა და განვითარებას, ასევე რაც ყველაზე მთავარია რისკებისგან თავდაზღვევას.
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაიზღვეს : პარკოსანი, მაცრვლეული, ბოსტნეული, ბაღჩეული, კაკლოვანი კულტურები. ასევე ხეხილი და ყურძენი, როგორც თეთრი ისე წითელი.
ზემოთ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დააფინანსებს სადაზღვეო პრემიის 50%-ს ვაზის შემთხვევაში, ხოლო 70%-ს ყველა სხვა კულტურის შემთხვევაში.
სადაზღვევო რისკები : წყალდიდობა, სეტყვა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვები (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსების შემთხვევაში)
რისკები რამდენიმე მიზეზით არ იქნება ანაზღაურებული: ფერმერის განზრახ გამოწვეული ზიანი, მოსავლის აღების პრაქტიკის დაუცველობით შექმნილი რისკები და მღრღნელების, მწერების, სოკოვანი და სხვა სახის დაავადებებით შექმნილი საფრთხე.
აღნიშნული დაზღვევის მისარებად დაგჭირდებათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირების დოკუმენტი.
შეძენა შესაძლებელია თიბისის რეგიონალურ ფილიალებში : ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთში, სამცხე ჯავახეთში.