საქართველოს სადაზღვევო კომპანიები ძირითად სადაზღვევო სერვისები შორის (როგორებიცაა : ავტო, ჯანმრთელობის, სამოგზაურო, პასუხისმგებლობისა და ქონების დაზღვევა) გვთავაზობენ სხვა სახის დაზღვევებსაც.
მაგალითად: სადაზღვევო კომპანია “ჯი პი აი” პირველი იყო საქართველოში, ვინც ექიმის პასუხისმგებლობის დაზღვევა შექმნა, რომელიც ითვალისწინებს ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ შეცდომით პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში თანხის ანაზღაურებას.
სიცოცხლის დაზღვევა წარმოადგენს ოჯახის კონკრეტული წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ფინანსურ დახმარებას. თუ ოჯახის მარჩენალი შემთხვევით გარდაიცვლება, ფინანსური კრიზისის თავიდან ასაცილებლად სადაზღვევო კომპანია ოჯახის წევრებს რაღაც დროის განმავლობაში ფინანსურად უზრუნველყოფს. სადაზღვევო პერიოდი მინიმუმ ერთი წლის ვადით განისაზღვრება.