სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიას განსხვავებული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტები აქვს. თითქმის 80%-ს აქვს კორპორაციული დაზღვევა, რომელიც მოქმედებს როგორც სამედიცინო გამოკვლევებზე, ასევე მედიკამენტების საფასურზე.
საქართველოში ერთ-ერთი პირველი სადაზღვევო კომპანია რომელმაც ჯანმრთელობის დაზღვევა დაიწყო და საქართველოს პროფკავშირები დააზღვია იყო “ალდაგი”. 2014 წლიდან კომპანიაში მოხდა გაყოფა და შეიქმნა, სამედიცინო დაზღვევის ახალი კომპანია “იმედი L” -ი. მომხმარებელს შეუძლია ოჯახის წევრების ერთად, ერთ პაკეტში დაზღვევაც.
“ჯი პი აი ჰოლდინგი” ერთ-ერთი მსხვილი სადაზღვევო ორგანიზაციაა, რომელიც სხვა პაკეტებთან ერთად ჯანმრთელობის დაზღვევას სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს. კომპანიას მრავალფეროვანი სამედიცინო მომსახურების სერვისი აქვს. დაზღვევის მომენტიდან დამზღვევს პირადი ექიმი ჰყავს, ხოლო ბავშვების შემთხვევაში მათ პირად პედიატრს უჩენენ.
ჯანმრთელობის დაზღვევის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ასევე კომპანია “ირაო” -ს (ვენის სადაზღვევო ჯგუფი). კომპანია გთავაზობთ 24 საათიან საკონსულტაციო მომსახურებას.
საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე უკანასკნელ პერიოდში გამოჩნდა “Global Benefits Georgia”, კომპანია რომლის დამფუძნებელ ორგანიზაციას აქვს 37 წლიანი გამოცდილება ამ სფეროში და ოფისები წარმოდგენილია მსოფლიოს 120-მდე ქვეყანაში. სხვადასხვა სერვისებთან ერთად “Global Benefits Georgia”-ს პრიორიტეტად აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა.
საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევა ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ისეთ მსხვილ კომპანიებში როგორიცაა, “უნისონი”, “აი სი ჯგუფი”, “არდი” , “პსპ დაზღვევა” და სხვა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ინოვაციები, რომლებიც სადაზღვევო კომპანიებმა გაიარეს. დღეს უკვე მარტივად, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლბელი დაზღვევის ონლაინ მიღება, კომპანიების ვებ-გვერდიდან.
დაინტერესებულ მომხმარებელს საშუალება აქვს ნახოს ის საავადმყოფოები, სადაც თითოეული კომპანიის დაზღვევა მოქმედებს. გააკეთოს შედარება ფასებსა და ექიმების კვალიფიკაციის მიხედვით და ამის შემდეგ აარჩიოს სასურველი სადაზღვევო კომპანია.
ჯანმრთელობის დაზღვევა ჩვენი საიმედოობის გარანტია, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საჭირო დროს დაგვეხმარებიან.