საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია გთავაზობთ ავტო დაზღვევა. მათ შორის განსხვავებაა პაკეტებს შორის, რაც შეეხება ტარიფს, ის შედგენილი უნდა იყოს შემთხვევის შესწავლის შემდეგ.
ავტოსაგზაო ინციდენტი, ქურდობა, ვანდალიზმი, უამინდობის გამო დაზიანება, წარმოადგენს იმ ძირითად მიზეზებს რასაც სადაზღვევო კომპანიები ანაზღაურებენ.
კომპანიები ტარიფის შესადგენად რამდენიმე კრიტერიუმს იყენებენ. მაგალითად 21 წლამდე მოქალაქე საქართველოში ავტომობილს ვერ დააზღვევს, თუ მძღოლი გამოცდილია დაზღვევის ფასი მინიმუმ 1$ მოიმატებს. ამასთან ერთად სადაზღვევოები ითვალისწინებენ ავტომობილების ღირებულებასა და დამზღვევის თვიურ შემოსავალს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მხოლოდ 20 წლამდე ავტომობილების დაზღვევაა შესაძლებელი.