საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევა ერთ-ერთ მოთხოვნად სადაზღვევო პროდუქტს წარმოადგენს. რა ხდება როცა პიროვნება იგებს რომ მძიმე დაავადებითაა ავად ? ასეთ დროს განსაკუთრებით დიდ ხარჯებთანაა მკურნალობა დაკავშირებული და სწრაფ რეაგირებას მოითხოვს.

გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” ექსკლუზიურ პროდუქტს – კრიტიკული დაავადებების დაზღვევა წარმოადგენს. ქართულ ბაზარზე ამ პოლისის ანალოგს თითქმის ვერ შევხვდებით. აღსანიშნავია ისიც რომ ეს პროდუქტი შემუშავებულია წამყვანი, საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფ “Benefits”-ის მიერ, რომელიც ასევე “Global Benefits Georgia”-ს დამფუძნებელია.

პროდუქტი ითვალისწინებს მძიმე დიაგნოზის დადგენის შემდეგ, ერთჯერადი ფულადი ანაზღაურების დაფარვას. დაავადებებში შედის ყველა გავრცელებული, სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიში დაავადება. აღსანიშნავია ის დეტალი რომ მსოფლიოში ამ პოლისით გულსისხლძარღვთა დაავადებების ანაზღაურება ხდება ხშირად. ჩვენს ქვეყანაში მსგავსი პროდუქტის შექმნის აუცილებლობა, ბოლო პერიოდის სტატისტიკურმა მონაცემებმაც გამოიწვია. კიბოსა და სიმსივნის აღმოჩენა მოსახლეობაში გახშირდა.

დაზღვევის ასაკი იწყება 0-იდან 65- წლამდე, აქვე უნდა დავძინოთ რომ კრიტიკული დაავადებების დაზღვევის კრიტერიუმები, ქალსა და მამაკაცზე განსხვავებულად იმოქმედებს.