დაზღვეულ ცხოვრებას ბევრი უპირატესობა აქვს, მაგალითად გაუთვალისწინებელი ხარჯების დროს თავს დაცულად ვგრძნობთ.
ერთ-ერთი უმთავრესი ჯანმრთელობის დაზღვევაა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენ სამედიცინო დახმარებას, როცა ამის საჭიროება დაგვიდგება.
ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში სადაზღვევო ზარალის ანაზღაურებაში დაგეხმარებათ. ავტომობილის დაზიანება სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორის სეტყვითა და ხანძრით. საჭიროა მხოლოდ პოლისის პირობების დაზუსტება. არსებობს ასევე მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სხვის მიერ მოყენებულ ზარალს, ასევე თქვენ მიერ სხვისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ პირველ რიგში შემთხვევა სადაზღვევო აგენტმა უნდა განიხილოს.
სიმშვიდის გარანტს იძლევა ასევე ქონების დაზღვევაც, რომელიც იცავს თქვენს უძრავ ქონებასა და ნივთებს. უძრავი ქონება შეიძლება სტიქიური უბედურების, ყაჩაღობისა და მეზობლის ზიანისგან დავიცვათ. ახალი რემონტის გაფუჭება ძალიან უსიამოვნო საკითხია, რომლის მოგვარებაშიც სადაზღვევო კომპანია დაგეხმარებათ.
იმ ადამიანებისთვის ვინც სოფლის მეურნეობას მისდევს, აგროდაზღვევა საუკეთესო საშუალებაა, დაიცვან მოსავალი სხვადასხვა სტიქიური უბედურებისგან. სეზონზე რამდენიმე დღიანმა უამინდობამ შესაძლოა მთელი წლის შრომა წყალში ჩაყაროს.
მოგზაურობა, ყველასთვის ძალიან სასიამოვნო პროცესი და რელაქსაციის საშუალებაა. მაგრამ მანამდე სხვადასხვა დეტალის გათვალისწინებაა საჭირო, ერთ-ერთი დაზღვევის მიღებაა. დაზღვევის პოლისის მიღება საკმაოდ მარტივად, რამდენიმე წუთშია შესაძლებელი მობილური აპლიკაციისა თუ სხვადასხვა ონლაინ დახმარების მეშვეობით. უცხოეთში ყოფნის პერიოდში თავს მშვიდად იგრძნობთ.
გსმენიათ უმუშევრობის დაზღვევის შესახებ ? თუ სამსახურის დაკარგვისა და მუდმივი შემოსავლის შეწყვეტის შიში გაქვთ, სადაზღვევო კომპანია ამ საკითხშიც ეცდება დაგეხმაროთ.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად სხვადასხვა სასაცილო თუ უცნაურ დაზღვევებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ.