ონლაინ დაზღვევა

უმუშევრობის დაზღვევა საქართველოში

უმუშევრობის დაზღვევა

როგორც ვიცით საქართველოში უმუშევრობის დონე მაღალია და თვეების განმავლობაში მუდმივი შემოსავლის გარეშე ცხოვრება საკმაოდ რთულია. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე არსებობს ე.წ უმუშევრობის ან სხვა სახელით რომ მოვიხსენიოთ ხელფასის დაზღვევა, რომელიც ნიშნავს, რომ სამსახურის მოულოდნელად დაკარგვის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია გარკევული პერიოდის განმავლობაში თქვენზე იზრუნებს. ხშირ შემთხვევაში ანაზღაურების თანხა ხელფასის თანხას ემთხვევა.

სამუშაოს დაკარგვა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგალითისთვის სხვა ქალაქში გადასვლა, სწავლის დაწყება, ავადმყოფობის გამო შექმნილი პრობლემები და ა.შ. ამ მდგომარეობას ფრიქციული უმუშევრობა ეწოდება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დაზღვევა მოქმედებს იმ ადამიანებზე, ვინც საკუთარი ნებით არ წამოსულა სამსახურიდან. სადაზღვევო კომპანია ყველა მიზეზს იკვლევს.

საქართველოში უმუშევრობის დაზღვევა პირველად სადაზღვევო კომპანია “ჯი პი აი ჰოლდინგმა” დაამკვიდრა და ხელფასის დაზღვევის სახელით არის ცნობილი. საქართველოში დასაქმებულ 64 წლამდე ადამიანებს, რომელთა ხელფასი აღემატება 300 ლარს, აქვთ შესაძლებლობა დააზღვიონ უმუშევრობა, ანუ სამსახურის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, მათზე სადაზღვევო კომპანია იზრუნებს, ხელშეკრულებაში მითითებული პერიოდის განმავლობაში.

თუ თქვენი ხელფასი შეადგენს დაახლოებით 700 ლარს, ყოველთვიურად 14 ლარის შეტანა მოგიწევთ უმუშევრობის დაზღვევისთვის. საჭიროების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია, მის დაზღვეულზე დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში იზრუნებს. ეს პერიოდი დამზღვევს შეუძლია ახალი სამსახურის მოსაძიებლად გამოიყენოს.

ხელფასის დაზღვევა “ჯიპიაი ჰოლდინგში” მარტივად შეგიძლიათ, ამისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობაა საჭირო და რამდენიმე წუთში თქვენი დაზღვევა მზადაა.

 

Exit mobile version