ქონების დაზღვევა ქონების დაზღვევა
რას გულისხმობს ქონების დაზღვევა !? ჩვენი პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული უძრავი ქონება თუ მასში არებული ინვენტარი უმჯობესია თუ დაზღვეული იქნება. ეს შეიძლება იყოს: აგარაკი, ბინა, ტექნიკა, სხვადასხვა ტიპის ავეჯი, დანადგარები, სასაქონლო მარაგი და ა.შ.
სადაზღვევო რისკები დაკავშირებულია : ნებისმიერი სახის ქურდობა/ ყაჩაღობასთან, სტიქიურ უბედურებასთან, იმ შემთხვევაში თუ გაჩნდა ხანძარი ან მოხდა აფეთქება ობიექტზე. ასევე მექანიკური დაზიანების შემთხვევები, როცა ხდება მინის ან სხვა შუშის მტვრევა. განსაკუთრებით ხშირი გარემოებაა წყლით დაზიანება, რომელიც ასევე რისკ მაჩვენებლის ქვეშაა მოქცეული.
“თი ბი სი” ქონების დაზღვევას თვეში 10 ლარიდან გთავაზობთ, ამისთვის მხოლოდ პირადობის მოწომობის ნომერია საჭირო.
კომპანია “აი სი ჯგუფში” ასევე პირადობის დამადასტურებელი მოწომობა და რეესტრიდან ამონაწერი დაგჭირდებათ, რის შემდეგაც სადაზღვევო აგენტი, თქვენ მიერ დასაზღვევ ქონებას დაათვალიერებს.
სადაზღვევო კომპანიები ცდილობენ მაქსიმალურად მრავალფეროვანი დაზღვევის სერვისები შექმნან. ისეთები როგორიცაა მაგალითად : შინაური ცხოველების დაზღვევა, ძეგლებისა და ა.შ.
კომპანია “ალდაგი” რემონტის დაზღვევას 1 კვადრატული მეტრი – 2 ლარად გთავაზობთ. ექსპრეს დაზღვევას კი სახლის დათვალიერების გარეშე, დაახლოებით 10 წუთში გთავაზობთ.
თუ მივლინებით მიდიხართ უცხოეთში, ან ქალაქიდან გასვლას აპირებთ და სახლის დატოვებაზე ნერვიულობთ, შეგიძლიათ ესტუმროთ Dazgvevebi.ge -ს, შეარჩიოთ სადაზღვევო კომპანია რომელიც მოახდენს თქვენი უძრავი ქონების დაზღვევას.