პასუხისმგებლობის დაზღვევაპასუხისმგებლობის დაზღვევა
პასუხისმგებლობის დაზღვევა წარმოადგენს მესამე პირთათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. მსგავსი ტიპის ზარალი შესაძლოა წარმოიქმნას ფიზიკურ პირთა სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ზიანის მიყენების შემთხვევაში, ან იურიდიული პირებისთვის ქონების ზარალის მიყენების შედეგად. ზარალი შესაძლოა როგორც ქმედებით ისე უმოქმედობით იყოს მიყენებული. სასამართლოზეა დამოკიდებული დაზღვეულის უფლება, ამოიღოს თანხა დამზარალებლისგან.
არსებობს სხვადასხვა ტიპის პასუხისმგებლობის დაზღვევა როგორებიცაა:
1. ფიზიკურ პირთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც კანონთა საფუძველზე წარმოიშობა. მასთან ახლოს დგას ტრანსპორტის პასუხისმგებლობის დაზღვევა.
2. საინტერესეოა იურიდიულ პირთა პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პაკეტი, რომელიც მოიცავს ეკოლოგიური თუ რადიოაქტიური დაბინძურების რისკებს. ასევე აფეთქებასთან დაკავშირებულ რისკ მაჩვენებელებს.
3. არსებობს ხელშეკრულების პასუხისმგებლობის დაზღვევაც, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის დროულად მიწოდებასა და საბანკო კრედიტების თემას.
4. პროფესიული პასუხისმგებლობა – რომელიც პროფესიული ზიანის მიყენებას აკონტროლებს.
საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობა გთავაზობთ პასუხისმგებლობის დაზღვევას. განსხვავებაა პაკეტებსა და ფასებში.
მაგალითად კომპანია “ჯი პი აი” პასუხსიმგებლობის დაზღვევას 5- ლარიდან იწყებს და მომხმარებელს სთავაზობს, სახლის რემონტის, ავეჯისა თუ სხვა ტექნიკის შეძენისთანავე აიღოს ეს პაკეტი. ასევე თუ თქვენი მიზეზით მოხდა მეზობლის დაზარელაბა სადაზღვევო ამ პრობლემის დროსაც გაგიწევთ დახმარებას.
უნდა გამოვყოთ ერთი დეტალი – იმ შემთხვევაში თუ ვიღებთ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას, ბევრი სადაზღვევო არ ანაზღაურებს თანხას თუ მძღლოლი ავარიის დროს, იმყოფებოდა ნასვამ ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. ასევე თუ მანქანას მართავდა პირი, რომელსაც მართვის დამადასტურებელი მოწმობა არ აქვს.
თუ ვაპირებთ ბიზნესის წამოწყებას, ჩვენივე კომპანიის ინტერესებისთვის უმჯობესია ავირჩიოთ პასუხისმგებლობის დაზღვევის რომელიმე პაკეტი. ამით ჩვენ გაუთვალისწინებელი სიტუაციებისგან და ზედმეტი ხარჯებისგან დავიზღვევთ თავს.
dazgvevebi.ge -ზე შეგიძლიათ ნახოთ კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ მსგავსი ტიპის დაზღვევას. გაეცნოთ მათ შემოთავაზბებებსა და გააკეთოთ შედარება ფასებს შორის.