“ჯი პი აი ჰოლდინგისა” და “გრას სავუას” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს – ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევა, რომლის მიღება შეგიძლიათ საქართველოში. რაც შეეხება ამ პოლისის გამოყენებას, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს მასშტაბითაც შესაძლებელია.
ერთი სადაზღვევო პოლისის ფარგლებში, საქართველოსა და ევროპის პროვაიდერი კლინიკები ჩაგიტარებენ სამედიცინო მომსახურებას. დამზღვევი, თავს აარიდებს თანხის მოძიების რთულ პროცედურებს. აღსანიშნავია რომ ამ კონკრეტულ სადაზღვევო პოლისში შედის, როგორც გეგმიური, ისე გადაუდებელი დახმარების მიღება.
ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევა გვთავაზობს შემდეგი სახის პოლისებს : ბაზისურს, ვერცხლის, ოქროსა და პლატინის. მათ შორის ძირითად განსხვავებას წარმოადგენს: დაფარვები, სადაზღვევო ლიმიტები და ის გეოგრაფიული არეალი, სადაც გსურთ აღნიშნული მომსახურება მიიღოთ.
თუმცა უნდა ვიცოდეთ რა შედის ოთხივე სადაზღვევო პოლისში:
- სატელეფონო ასისტენტის 24 საათიანი მომსახურება. მაღალ კვალიფიცირებული სპეციალისტები, მოისმენენ თქვენს კითხვებსა და მოგცემენ რჩევებს. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ტელეფონის საშუალებით არ ხდება დიაგნოზის დადგენა, ამისთვის კონკრეტულ საავადმყოფოს უნდა მიმართოთ.
- რეპატრიაციის ხარჯების სრული ანაზღაურება, რაც დაზღვეულის უცხოეთში გარდაცვალების შემთხვევაში, სამშობლოში დაბრუნებას გულისხმობს.
- გეგმიური და ჰოსპიტალური მომსახურება, რომელშიც შედის საწოლი დღის ხარჯები, ქირურგიული თუ თერაპიული ჩარევები და მათ შორის მედიკამენტების საფასურიც.
- ორგანოთა ტრანსპლანტაციის ხარჯები.
- ამ პოლისში სამედიცინო დაწესებულების თავისუფალი არჩევანიც შედის. ასევე საჰაერო ტრანსპორტირება და მშობლიურ ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების მიღება.
- დაზღვეულის უცხოეთში მკურნალობის შემდეგ, მუდმივი მონიტორინგი.
- ომისა და ტერორიზმის შედეგად მიყენებული ჯანმრთელობის ზიანის ხარჯების ანაზღაურება, გარდა იმ გარემოებისა თუ დამზღვევი თავად მონაწილეობს საბრძოლო ქმედებებში.